გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიცია ცდილობს, რომ თავისი უსუსურობა და ანტიეროვნული ნაბიჯები სხვას მიაწეროს

8-06-2022

"ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. ახლა მოვისმინეთ ქალბატონი თამარის მხრიდან აღნიშვნა და ხაზგასმა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალების შეურაწყოფა რამდენად ცუდია. დიახ, ეს ძალიან ცუდია და სწორედ ეს გააკეთეთ თქვენ. თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, მთავრობის წევრ ქალ მინისტრს, მაშინ როდესაც თქვენი გამოსვლა მიუძღვენით ქალთა უფლებების დაცვას" - ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას თამარ ჩარკვიანს მიმართა.

 

თამარ ტალიაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს რომ თავისი უზრდელობა, შეურაცხყოფები, პოზიციები, ანტიეროვნული, პრორუსული, ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მიაწეროს სწორედაც რომ სხვას.

  

"ასეა თითქმის ყველა გამოსვლა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, მათ შორის ზედამხედველობის და მონიტორინგის ფუნქციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია თავის უსუსურობას აწერს სხვას, ცდილობს რომ თავისი უზრდელობა, თავისი შეურაცხყოფები, პოზიციები, თავისი ანტიეროვნული, პრორუსული, ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მიაწეროს სწორედაც რომ სხვას. ასე გაგრძელება ნამდვილად რთულია, თუმცა ამას ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ხედავს და არჩევნებში, იქნება ეს რამდენიმე თვის წინ ჩატარებული არჩევნები, თუ გასულ წელს ჩატარებული არჩევნები, ყოველ ჯერზე აკეთებს თავის შესაბამის დასკვნას და ხმას აძლევს მას, ვინც ტყუილებზე არ აფუძნებს თავის არც გამოსვლებს და არც მოქმედებებს" - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.