გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ევროკავშირის ხელშეწყობით თელავში სოციალური საწარმო გაიხსნა

31-05-2018

ქალაქ თელავში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს ბაზაზე, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ გაიხსნა. 

საწარმოში, რომელიც პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში დაფუძნდა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 4 მოზარდი დასაქმდა. ახალგაზრდების შრომის ყოველთვიური ანაზღურება 375 ლარს შეადგენს.
საწარმოს გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები, ბენეფიცირები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
პროექტის მენეჯერის, თეა კაჭარავას განმარტებით, „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ პროექტის ფარგლებში გახსნილი პირველი სოციალურ საწარმოა. მისივე ინფორმაციით, საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების რძის შოკური პასტერიზატორის დანადგარი გადაეცა. 
,,გაცემული გრანტი საწარმოს საშუალებას მისცემს, მომავალში გაზარდოს ყველის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პროექტის ფარგლებში თითოეულ სამიზნე რეგიონში 2 სოციალური საწარმო დაფუძნდება, სადაც პროექტის 80 ბენეფიციარი სტაჟირებას გაივლის ან დასაქმდება. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების, გადამზადების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით. ეს საბოლოო ჯამში მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი. ცენტრი ,,აფხაზეთი“ 5 სოციალური საწარმოს გახსნას გეგმავს სამ რეგიონში,‘’- განუცხადა knews.ge-ს თეა კაჭარავამ.
პროექტს ახორციელებს ცენტრი „აფხაზეთი“ კოაპლიკანტ ორგანიზაციებთან „ბილიკი“ და „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ ერთად კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

knews.ge