გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რიჩარდ ჩარნეცკი: სამიტმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები; ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის

9-06-2022

,,ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი,’’ - განაცხადა ევროპარლამენტში რიჩარდ ჩარნეცკიმ.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვამ დაიმსახურეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

 

,,ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის" - განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.