გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სირიელი დეპუტატის პირველი კომენტარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე: როცა ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ხალხთა თვითგამორკვევის საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპს ვეყრდნობოდით...

31-05-2018

სირიის პარლამენტის არაბთაშორისო და საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი საჯი ტამაამი, სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.


როგორც დეპუტატმა „იზვესტიას“ განუცხადა, სირიას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უკვე აქვს დამყარებული კავშირები რუსეთთან ურთიერთობების ჩარჩოებში.


„როცა ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ ორი სახელმწიფოს (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის) აღიარებისა და მათთან ელჩების გაცვლის თაობაზე, ვეყრდნობოდით ხალხთა თვითგამორკვევის საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპს. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობა და ჩვენი საქმიანობის მჭიდრო პოლიტიკური კოორდინაცია მოსკოვთან", - განაცხადა პარლამენტარმა.


"გადაწყვეტილების მიღებისას ვეყრდნობოდით აგრეთვე სირიელი დეპუტატების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტების შედეგებს, ამ ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენთან იმ ომის შუქზე, რომელიც სირიის წინააღმდეგ არის გაჩაღებული. რაც შეეხება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების დროს და თარიღს, მას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. აღიარება დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც მოხდებოდა“-აცხადებს საჯი ტამაამი.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიისა და აგრეთვე, კიდევ ერთი სირიელი დეპუტატის, ნორა არისიანის კომენტარის ხილვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge