გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვაშინგტონ პოსტი მიხეილ სააკაშვილის ლობისტის, კრისტინა პუშოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელიც მის არაკანონიერ ლობისტურ საქმიანობას უკავშირდება - rustavi2

9-06-2022

ფლორიდის შტატის გუბერნატორის, რონ დესანტისის პრესსპიკერი კრისტინა პუშოუ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტი იყო, უცხოელი პოლიტიკოსის აგენტად დაგვიანებით დარეგისტრირდა. ფლორიდის შტატის გუბერნატორის, რონ დესანტისის პრესსპიკერი კრისტინა პუშოუ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტი იყო, უცხოელი პოლიტიკოსის აგენტად დაგვიანებით დარეგისტრირდა. 


აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში, "მიხეილ სააკაშვილის თეატრალური დაბრუნება საქართველოში“ ვკითხულობთ.


როგორც პუშოუს ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან მისი მუშაობის გასაჯაროება, იუსტიციის დეპარტამენტთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.


„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოელ აგენტად, 6 ივნისს დარეგისტრირდა და მოგვიანებით გაასაჯაროვა იმ სამუშაოს დეტალები, რომლებსაც 2018-2020 წლებში პოლიტიკოსისთვის ასრულებდა.


ადვოკატის, მაიკლ შერვინის თქმით, სკრისტინა პუშოუმ საქართველში მუშაობა 2018 წელს მოხალისედ დაიწო და საბოლოოდ ორი წლის განმავლობაში მას 25 ათასი დოლარი გადაუხადეს. პირველი გადახდა, 10 ათასი დოლარის ოდენობით, მან 2018 წლის ოქტომბერში ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო. 


"მისი ძალისხმევა მოიცავდა სტატიების წერას, მხარდამჭერებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას და მისი ინტერესების დაცვას საქართველოში და აშშ-ში. სამუშაო 2020 წელს დასრულდა, ქალბატონ პუშოუს ცოტა ხნის წინ იუსტიციის დეპარტამენტმა შეატყობინა, რომ ბატონი სააკაშვილის სახელით მისი სამუშაო სავარაუდოდ საჭიროებს უცხოელ აგენტად რეგისტრაციას. ქალბატონმა პუშოუმ შეიტანა უკანა ვადით რეგისტრაციის განაცხადი, როგორც კი ეს მისთვის ცნობილი გახდა", – განაცხადა ადვოკატმა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტს კომენტარი არ გაუკეთებია. კრისტინა პუშოუ ფლორიდის გუბერნატორის ოფისს 2021 წლის მაისში შეუერთდა.


„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ პუშოუ დესანტისის პრესმდივნად ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში, თავისი უფროსის ცნობილ დამცველად და მედიის აქტიურ კრიტიკოსად იქცა. გასულ წელს, „ტვიტერმა“ მას ანგარიში დაუბლოკა მას შემდეგ, რაც „ესოშიეთიდ პრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრისტინა პუშოუს მხრიდან ჟურნალისტის მისამართით კრიტიკის შემდეგ, რეპორტიორს მოკვლით ემუქრებოდნენ. კრისტინა პუშოუ სოციალურ მედიაში ღიად წერდა მიხეილ სააკაშვილისთვის მისი მუშაობის შესახებ, რომელიც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.