გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე: გვარამია ნაცების მიერ პარტიული პროპაგანდის განყოფილებაში დანიშნული შეფია, რომლის მთელი საქმიანობა არის ძალადობა მოსახლეობის გონებაზე, სიყალბეების შექმნა, კონკრეტული დამნაშავის და მისი დამქაშების დაცვა

9-06-2022

„ჟურნალისტების საქმიანობამ არა თავისუფალ მედიაში (როგორც ზოგიერთები ამბობენ), არამედ მოძალადე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად აფილირებამ, ყოველგვარი ეთიკური, თუ მორალური ნორმების უარყოფამ, ტყუილების და ცილისწამების გავრცელებამ საზოგადოებაში ზოგადად ჟურნალისტური კორპუსის მიმართ უარყოფითი განწყობა შექმნა“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით არ უნდა გახდეს მოძალადე მედიაში მოძალადე პოლიტიკური ძალის მხრიდან ატეხილი ყალბი აჟიოტაჟის მსხვერპლი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.

 

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი! ძალადობა მიუღებელია! მიუღებელი კი არა, ამაზრზენია. ამ აქსიომის შესახებ ბევრს უთქვამს და დაუწერია, მათ შორის მეც, მაგრამ . . . ისევ ეს "ოხერი მაგრამ". როგორ გამოეკვეხება ხანდახან და ამ ე.წ. კრიტიკული მედიის ნაფიქრ გეგმას ისე წარმართონ სიტუაცია, სულ მიწასთან ასწორებს.

 

დავიწყებ იმით, რომ ბატონი ნიკა გვარამია არანაირი მედია-მუშაკი არ არის. არ არის ზუსტად ისე, როგორც არ არის რომელიმე მედიასაშუალების ბუღალტერი, ან გამნათებელი. ის ნაცების მიერ პარტიული პროპაგანდის განყოფილებაში დანიშნული შეფია, რომლის მთელი საქმიანობა არის ძალადობა მოსახლეობის გონებაზე, სიყალბეების შექმნა, კონკრეტული დამნაშავის და მისი დამქაშების დაცვა. მედიაში საქმიანობას "ქსივა" ან ტელევიზორში გამოჩენა არ განსაზღვრავს. ის იმ პროდუქტით განისაზღვრება, რასაც ქმნი. გვარამია კი ქმნიდა ძალადობას (ქალბატონის ცემიდან დაწყებული, საფინანსო დანაშაულით დამთავრებული). ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ჟურნალისტებზე ძალადობასთან მიმართებაში. სწორედ ამ ე.წ. ჟურნალისტების საქმიანობამ არა თავისუფალ მედიაში (როგორც ზოგიერთები ამბობენ), არამედ მოძალადე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად აფილირებამ, ყოველგვარი ეთიკური, თუ მორალური ნორმების უარყოფამ, ტყუილების და ცილისწამების გავრცელებამ საზოგადოებაში ზოგადად ჟურნალისტური კორპუსის მიმართ უარყოფითი განწყობა შექმნა.

 

ეს თემა, რაზეც ახლა ვწერ ძალიან სენსიტიურია და ყველამ, ვინც ამა თუ იმ დასკვნას აკეთებს, ვინც სხვადასხვა ტრიბუნიდან ვერდიქტი გამოაქვს, არ უნდა ისარგებლოს ცალმხრივად და ზედაპირულად მიღებული ინფორმაციით. არ უნდა გახდეს მოძალადე მედიაში მოძალადე პოლიტიკური ძალის მხრიდან ატეხილი ყალბი აჟიოტაჟის მსხვერპლი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“- წერს გია გაბრიჭიძე.