გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: როგორ დაკარგა სახე "epp"-იმ; მიშას შესანიშნავი დემოკრატიის დროს, ნეტა რა განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზიების დარბევისას, ან პატიმრების წამების ნახვისას?

9-06-2022

,,ცოტა პარადოქსი ხომ არ არის, რომ ევროპის სასამართლოს მიერ, აღიარებულ დამნაშავე პრეზიდენტყოფილის გათავისუფლებას, ითხოვდე ევროპარლამენტის დეპუტაცია?" - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ზუსტად ეგ აზიანებს საზოგადოებაში ევროპულ ღირებულებებს და ბუნდოვან განცდას უქმნის მოსახლეობას ის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების შეუვალობისა მაინც არსებობენ პრივილეგირებული მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით.

 

,,მოკლედ, როგორ დაკარგა სახე "epp"-იმ... მიშას შესანიშნავი დემოკრატიის დროს, ნეტა რა განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზიების დარბევისას, ან პატიმრების წამების ნახვისას? თუ შინაურობაში და ნაც-მოძრაობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი არ ითვალისწინებდა კრიტიკას?! ისე ცოტა პარადოქსი ხომ არ არის, რომ ევროპის სასამართლოს მიერ, აღიარებულ დამნაშავე პრეზიდენტყოფილის გათავისუფლებას, ითხოვდე ევროპარლამენტის დეპუტაცია? ზუსტად ეგ აზიანებს საზოგადოებაში ევროპულ ღირებულებებს და ბუნდოვან განცდას უქმნის მოსახლეობას ის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების შეუვალობისა მაინც არსებობენ პრივილეგირებული მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით... ჰო და ვისთვისაც დასავლური ფასეულობები დამნაშავე სააკაშვილზე და თაღლით გვარამიაზე გადის, კუბილიუს ებარებოდეთ" - წერს facebook - ზე ზურაბ ქადაგიძე.