გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

9-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილითურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს და  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს(DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა.


მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.


გიორგი ხანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის, ჩაის, კენკროვანი და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე და ყურადღება „იმერეთის აგროზონაზე”  - სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა.

როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.