9-06-2022
"ნაცმოძრაობის ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციის ტექსტი, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის საქართველოს შესახებ.
როგორც გვიდიანი წერს, ეს რეზოლუცია სრულად შეუსაბამოა არამხოლოდ ქართულ რეალობასთან, არამედ თავად ევროკავშირის ნდობის მქონე ორგანიზაციების დასკვნებთან.
,,ნაცმოძრაობის ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციის ტექსტი, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ეს რეზოლუცია სრულად შეუსაბამოა არამხოლოდ ქართულ რეალობასთან, არამედ თავად ევროკავშირის ნდობის მქონე ორგანიზაციების დასკვნებთან.
დოკუმენტის ტექსტში არაფერია ნათვამი იმ მიღწევებზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, რაც ნათლად ადასტურებს დოკუმენტის ტენდენციურობას.
გარდა ამისა, უკიდურესი უსამართლობაა, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული მთელი დოკუმენტი, სადაც არც საქართველოს ინტერესებია გათვალისწინებული და არც ქართველი ხალხის. მიუხედავად ყველაფრისა, ამაზრზენია ოპოზიციის ჟივილ-ხივილი, თითქოს ამ რეზოლუციით რაიმეს მიაღწიეს. ჩვენში დარჩეს, ეს ლობირებული უაზრო რეზოლუცია ისევე არაფერს წარმოადგენს, როგორც საკუთრივ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. მაგალითისთვის, - თუქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა უკვე 23 წელია; - ჩრდილოეთ მაკედონია - 18 წელი; - ალბანეთი- 8 წელი. ასე რომ, ძალიან ნაადრევია ამ ქვეყნის მტრების სიხარული. ამ მოღალატეობრივი რეზოლუციის გათრევაზე კი ბევრი იმუშავეს, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწევენ” - წერს გვიდიანი Facebook - ზე.