პარასკევი, აპრილი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ზუგდიდის სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებული კაცი პატიმრობაში დატოვა

31-05-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს ემა კვირტიას გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. 
მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომის დეტალები უცნობია, რადგან მოსამართლემ მხარეების მოთხოვნით სხდომა დახურა.

28 მაისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ცოლ-ქმარი ე.კ. და ვ.ა. მათ წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ზ" მუხლებით, რაც არასრულწლოვანის ჯგუფურად მძევლად აყვანას გულისხმობს და 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალის შვილი, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა, სახლიდან წაიყვანეს და დედას განუცხადეს, რომ სანამ ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ. 

ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

imedinews.ge