გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია - საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი

9-06-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა.


„ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გზაზე მოთხოვნილი ჯაველინების მეორე პარტიის შესყიდვა გასულ წელს დაკმაყოფილდა.


„აღნიშნული პარტიის მოწოდება მომავალი წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, გაგზავნილია მოთხოვნა ჯაველინის სისტემების მესამე პარტიის შესყიდვაზეც. მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მათი შესყიდვა“, - დასძინა მინისტრმა.