გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა - ჯუანშერ ბურჭულაძე

10-06-2022

თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.თავდაცვის ძალები დღეს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებთან ერთად ვეტერანებს სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.


„ყველა ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და ნატოსთან თავსებადობის გასაზრდელად მიზნად ისახავს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო. ამ გზაზე, განსაკუთრებულია თითოეული სამხედროს როლი და მნიშვნელობა. მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ნაწილი. ძალიან დიდია მათი როლი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თავდაცვის ძალები დღეს წარმოადგენს ყველაზე მაღალი ნდობის სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა. დარწმუნებული ვართ, მათთან ერთად დაგეგმილი რეფორმებით ჩვენს ჯარს გაძლიერების სრულიად სხვა საფეხურზე ავიყვანთ. მე ასევე მინდა, რომ ტრადიციად ვაქციოთ და ამ ტრიბუნიდან ყოველთვის ქედი მოვიხაროთ ჩვენი ვეტერანების, დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე. მე მადლობას ვუხდი მათ, რომ გაზარდეს საამაყო მამულიშვილები და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება. თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მისი უსაფრთხოებისათვის. უსაფრთხოების კომპონენტის გარეშე შეუძლებელია წარმატებული სახელმწიფოს შექმნა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ ჩვენს სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვისუნრიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.