გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბაჩო ოდიშარია: ნაცების სიხარული, მათი საკუთარი ქვეყნისადმი სიძულივილის გამოვლინებაა, რადგან ზეიმობენ სანქციებს, რომელიც არ დაწესებულა, ზეიმობენ საკუთარი ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ დაუსაბუთებელ და უარგუმენტო ბრალდებებს

10-06-2022

,,თანამედროვე ევროპის ფუნდამენტური ღირებულებები დგას ექვს პრინციპზე: ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები,” - წერს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

 

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველოში ექვსივე პრონციპი დარღვეული იყო.

 

,,თანამედროვე ევროპის ფუნდამენტური ღირებულებები დგას ექვს პრინციპზე: ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

 

ადამიანის ღირსება ნაცების დროს სრულად იყო პატივაყრილი, მაშინდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხს ესხმოდა თავს, მშვიდობიან საპროტესტო აქციების სადამსჯელო ოპერაციებით, სისხლიანად არბევდა. ციხეებში დანერგა წამების და გაუპატიურების ყოველდღიური პრაქტიკები. თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული ყველა ოპოზიციურ აზრს, სპეცრაზმით დაარბიეს და დაიპყრეს "იმედი", სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში მძღოლებს ეკრძალებოდათ ოპოზიციური აზრის გამჟღერებელი რადიოს ჩათვა, კამერის წინ ხალხი შიშით თავისუფლად ვერ საუბრობდა ნაცებზე იმას, რასაც ფიქრობდა. დემოკრატიის სახელით მოსულმა ნაცებმა, ტოტალიტარიზმის ყველაზე მახინჯი ფორმებით განახორციელეს მედიის დაპატრონება და სრული კონტროლი, ბიზნესის რეკეტი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა. შეიარაღებულ სპეცრაზმელებს აგზავნიდნენ საარჩევნო უბნებზე თავისუფალი არჩევანის დაფიქსირების ხელშესაშლელად. შექმნეს ყველაზე უთანასწორო საზოგადოება, ელიტური კორუფციით, სადაც მაღალ იერარქებს ქონდათ ყველაფერის მითვისების უფლება, სხვისი საკუთრებით დაწყებული, სახელმწიფო ქონებით დამთავრებული.

 

სადაც ქვეყნისთვის გაწეულ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ჯიბეში იდებდნენ, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა კეზერაშვილი, აგვისტოს ომით გამდიდრებული ოლიგარქიის ლოგოტიპი. კანონის უზენაესობის ნაცვლად, ჯუნგლების პრინციპით, გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობით, სასამართლოს მუდმივი გამამტყუნებელი განაჩენებით გადავსებული ციხეებით და შეკრებითობის პრინციპით მისჯილი წლებით. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, არ არსებობს მონაკვეთი, რომელიც არ დაურღვევიათ, კლავდნენ, ძალადობდნენ და ადამიანისთვის სამართლიან სასამართლოზე უარს ამბობდნენ სახელმწიფოს სახელით. ამ ყველაფრისგან ამოგვათრია ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. ევროპის "წარმომადგენლები", რომლებიც ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის დაბრუნებას უწყობენ ხელს, ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს, ევროპა ვერ იქნება სივრცე, სადაც მედია პროკურორი, ძალადობრივი სისტების შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტი და ომით გამდიდრებული ოლიგარქი არიან კარგები. ნაცების ამჟამინდელი სიხარული, ისევ მათი საკუთარი ქვეყნისადმი სიძულივილის და რაც ყველაზე სახასიათოა, სიდებილის გამოვლინებაა, რადგან ზეიმობენ სანქციებს, რომელიც არ დაწესებულა, ზეიმობენ საკუთარი ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ დაუსაბუთებელ და უარგუმენტო ბრალდებებს, თუმცა, გასაკვირი არაფერია, წაგებული ომის ზეიმი ხომ მათი ნიშანთვისებაა,“ - წერს ოდიშარია.