გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ

10-06-2022

სანქცია არის სასჯელი, რეაგირება რაღაც დარღვევაზე. როდესაც ვსაუბრობთ სანქციის შესაძლებლობაზე, მისი ამოქმედების წინაპირობაზე - რა მოქმედებასთან, რა კანონდარღვევასთან დაკავშირებით?!, - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.


„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სასაცილო არგუმენტი, როდესაც 10-წამიანი სატელეფონო ზარი შედგა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ამხელა მძიმე ბრალდებაზეა საუბარი და ისე მაღლა არის აწეული ბრალდების თამასა, რომ გავარჩიოთ, საგნობრივი რეაგირება მოვახდინოთ და უარვყოთ ეს არგუმენტი. ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, თუ ეს პროცესი ასე განვითარდა და არ დაეყრდნო არანაირ საფუძველსა და მტკიცებულებით მასალას, დამატებითი განმარტებები გაკეთდება ბატონი ივანიშვილის მიერ.