10-06-2022
თუ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არ არის დასაბუთებული ბრალდებები, რომელიც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქვეყნის სანქციის გამტარების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას სხვაგვარად ასეთი ბმა, არც ფორმალური და არც პროცედურული ვერ შეიქმნება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების შემუშავებას თავისი ფორმალური და პროცედურული წანამძღვრები აქვს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში სანქციების შემუშავებას თავისი ფორმალური და პროცედურული წანამძღვრები აქვს. ეს სიტყვა არ არის მხოლოდ სემანტიკა. როდესაც უკვე გადადიხარ პრაქტიკული გადაწყვეტილების შემუშავებისა და რეალიზების პროცესში, შენ ძალიან მაღალი მტკიცების ტვირთი უნდა ზიდო და ეს ასე მარტივად არ ხდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტით უდგებიან ამ საკითხს, ვიდრე ჩვენ მივეჩვიეთ ამ სიტყვის გამოყენებას ქართულ სივრცეში. თუ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არ არის დასაბუთებული ბრალდებები, რომელიც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქვეყნის სანქციის გამტარების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას სხვაგვარად ასეთი ბმა, არც ფორმალური და არც პროცედურული ვერ შეიქმნება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.