გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

10-06-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია საქართველოს ICT კლასტერის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებებზე და ღონისძიების მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


ნათია კუკულაძემ, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის როლსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
 
ღონისძიებას საქართველოს ICT კლასტერის ბორდის წევრი და ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია უძღვებოდა.  პროექტი "ციფრული ტრანსფორმაციის საუბრები" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.