გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

#ნუმომკლავ - გურჯაანში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

31-05-2018

#ნუმომკლავ - ამ სახელწოდებით დღეს გურჯაანში ახალგაზრდებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გამართეს. 
ისინი გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

-"ჩვენ ვაპროტესტებთ შერჩევით სამართალს, რომელსაც ემსხვერპლა არამხოლოდ სარალიძის ოჯახი, არამედ ისინიც, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს და სამართალი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. ვაპროტესტებთ მთლიანად სისტემას, რომ შემდეგში სხვა მსხვერპლი აღარ იყოს. მთავარია, რომ სისტემას დავუდგეთ წინ, ხმა ამოვიღოთ, რათა ვერ მოახერხონ კიდევ ბევრი უსამართლობის ჩადენა." - აღნიშნა აქციის მონაწილე ნაზი მწარიაშვილმა.

მსგავსი აქცია დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე კი  2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.

რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

speqtri