გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

POSTV - ანალიტიკა: როგორ მოხვდა “უხეში ტყუილი” სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში!?

10-06-2022

ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოზე მიღებული რეზოლუციის ირგვლივ საკმაოდ უცნაური დეტალები ხდება ცნობილი.


როგორც ირკვევა, რეზოლუციის პროექტში ეწერა „უხეში ტყუილი“, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში და ეს დეტალი, უშუალოდ კენჭისყრის წინ იქნა ამოღებული რეზოლუციის ტექსტიდან.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ ჯერ კიდევ 12 მაისს იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, რეზოლუციის პროექტში მიხეილ სააკაშვილზე აღნიშნული ჩანაწერის გაჩენა საკმაოდ ბევრ ეჭვს აღძრავს. არ არის გამორიცხული, რეზოლუციის ტექსტში არსებული სხვა უზუსტობების შესახებაც უახლოეს მომავალში კონკრეტული დეტალები გახდეს ცნობილი.