10-06-2022
„არ იმსახურებთ თქვენ ამ პოსტს, არა! თქვენი ადგილი "ომის პარტიაშია", იმ პარტიაში, რომელიც ზუსტად ომს და ნგრევას უსურვებს ჩემს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელმაც ძლივს ამოისუნთქა 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ძალისხმევით!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახალხო დამცველის განცხადებას, რომ შეიძლება ბომბებისგან მიღებული ცეცხლი უფრო სჯობდეს სირცხვილს.
მისი თქმით ნინო ლომჯარია არ იმსახურებს დაკავებულ თანამდებობას.
„ქალბატონო სახალხო დამცველო, ანუ ჩემო და ჩემი შვილების დამცველო, ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს გვისურვებთ ჩვენ, ჩვენ და თქვენს შვილებს, მოხუც მშობლებს, რომლებსაც ვერსად ვერ გადავმალავთ? ეს თქვენ ხართ ამ უმაღლეს პოსტზე, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეთ და ომისთვის გვწირავთ? არ იმსახურებთ თქვენ ამ პოსტს, არა! თქვენი ადგილი "ომის პარტიაშია", იმ პარტიაში, რომელიც ზუსტად ომს და ნგრევას უსურვებს ჩემს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელმაც ძლივს ამოისუნთქა 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ძალისხმევით! ყოჩაღ თქვენ!!!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.