გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში საქართველოს სკოლების მონაწილეობა გრძელდება

31-05-2018

2016-2017 წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას განაგრძობენ.

2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ჩეხეთი ქართველ ფრენბურთელებს უმასპინძლებს. ქ. ბრნოში,  სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მაღლაკის საჯარო სკოლის ვაჟთა და ბოლნისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები ხვალ გაემგზავრებიან.

 

ქართველი მოსწავლეების ასპარეზობა სპორტის რამდენიმე სახეობაში: ხელბურთში, ფუტსალში , მძლესონურ გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში უკვე შედგა.

 

შეგახსენებთ, რომ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს, საჯარო და კერძო სკოლები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებით მოიპოვებენ.

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა  საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„ოლიმპიადა 2018“ - ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.