გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე „ჩვენებურები“ სიტყვით გამოვიდა

10-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე  „ჩვენებურები“ სიტყვით გამოვიდა.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროექტები გააცნო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 

„უცხოელი ინვესტორებისთვის სახელმწიფო ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბიზნესის განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში მოსავლიანობის რიცხვი გავზარდოთ, ქართული მიწა ეფექტიანად გამოვიყენოთ და წარმოებული პროდუქციის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ქვეყანაში ბევრი აგრომიმართულებით დაინტერესებული ბიზნესმენი ჩამოვა, რაც ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით, პირველად, გაიმართა.

 

ფორუმის მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირება და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.

ბიზნესფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოსმან თურანი და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ფატმა ჯერენ იაზგანი მონაწილეობდნენ.

 

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ.