გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დიდი საშიშროება 2012 წელს ელოდა, როცა ამ მკვლელებთან შევიდა ბრძოლაში, მაშინ არ შეშინებია და ახლა სანქციებით მისი შეშინება სასაცილოა

10-06-2022

“რა სრჯიდა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რომ არ შესულიყო, მაგრამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საშიშროება დადგა და ჩაება, თუმცა მისი ოპონენტები ვერასდროს მიხვდებიან რატომ, ისევე როგორც ვერ ხვდება ნინო ბურჯანაძე, რატომ ცხოვრობს ბიძინა სოფელში, როცა ამდენი ფული აქვს”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი ქვეყნის აღმშენებლობისთვის აქვს დახარჯული საკუთარი ფული და არა ბიუჯეტიდან მოპარული, უანგაროდ.

 

“როგორ არ უნდა იცნობდე ბიძინა ივანიშვილს, (არა და ყველაზე კარგად ისინი იცნობენ) რომ სანქციებით შეაშინო. ყველაზე დიდი საშიშროება მას 2012 წელს ელოდა, როცა ამ მკვლელებთან შევიდა ბრძოლაში, მაშინ არ შეშინებია და ახლა სანქციებით მისი შეშინება? სასაცილოა. რა სრჯიდა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რომ არ შესულიყო, მაგრამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საშიშროება დადგა და ჩაება, თუმცა მისი ოპონენტები ვერასდროს მიხვდებიან რატომ, ისევე როგორც ვერ ხვდება ნინო ბურჯანაძე, რატომ ცხოვრობს ბიძინა სოფელში, როცა ამდენი ფული აქვს. 3 მილიარდი ქვეყნის აღმშენებლობისთვის აქვს დახარჯული საკუთარი ფული და არა ბიუჯეტიდან მოპარული, უანგაროდ. პროექტებსაც გააჩნია, სახლები კი არ ღება ფერად-ფერადად, არამედ მისი პროექტები საშვილშვილოდ გაკეთებული პროექტებია. რატომ, ალბათ ეს კითხვა აწუხებთ მის ოპონენტებს შინ თუ გარეთ, იმიტომ რომ უყვარს თავის ქვეყანა, თავისი ხალხი და ზუსტად ამისთვის "სჯიან". ისე ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვის”- წერს ნინო ფოჩხუა.