გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს რომ ოპოზიციას და პოლიტიკოსებს უწოდებენ

10-06-2022

სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს, რომ ოპოზიციას და პოლიტიკოსებს უწოდებენ. იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც სააკაშვილის მაშინ არ ეშინოდა პრეზიდენტი, რომ იყო და სრულ ძალაუფლებას ფლობდა - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მაშინ დაიწყო უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლა და პირწმინდად მოიგო საქართველოს იმ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელსაც მის მიერ ქვეყნის გადარჩენაც ახსოვს და უზარმაზარი და უპრეცენდეტო ქველმოქმედებაც.

 

„სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს, რომ ოპოზიციას და პოლიტიკოსებს უწოდებენ. იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც სააკაშვილის მაშინ არ ეშინოდა პრეზიდენტი, რომ იყო და სრულ ძალაუფლებას ფლობდა! უფრო მეტიც სწორედ მაშინ დაიწყო უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლა და როგორც გახსოვთ პირწმინდად მოიგო. მოიგო საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, იმ მოსახლეობის, რომელსაც მის მიერ ქვეყნის გადარჩენაც ახსოვს და უზარმაზარი და უპრეცენდეტო ქველმოქმედებაც.

 

რაც შეეხებათ უმადურებს დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტით, თუ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უსუფაშვილით თუ მისი მეუღლე თავდაცვის ყოფილი მინისტრ თინა ხიდაშელით და დამთავრებული უმადური ა.წ. ყოფილი პარლამენტარებით, უბრალოდ ღმერთის არ ეშინიათ თორემ ასეთი დიდ ცოდვის უმადურობის მორევში არ ჩავარდებოდნენ.

 

ისე უბრალოდ გაიხსენონ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ რომ არა ბიძინა, თუმცა ახლა ისე შეირცხვინეს ხალხში თავი მეტი სასჯელი რაღა გინდათ. რაც შეეხება დანარჩენებს მიშა სააკაშვილის ამფსონებს ბელად-პრეზიდენტი გარეთ გყავდათ და მაშინ ვერ მოერიეთ ბიძინას და ახლა ციხესა და საავადმყოფოს შორის ფაღარათით მოტირალი ბელადის გარეშე რას იზამთ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს მართლაც ჩალის ფასია მათ სიტყვაც და რეზოლუციაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი იმაზე დაბალ ფასსაც არ მოგცემთ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebok-ზე.