გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სად და რა ღონისძიებები გაიმართება დღეს რუსთავში

1-06-2018

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

11:00 სთ. - ბაღების გაერთიანება იწყებს საბავშვო ბაღებისათვის სახელების მინიჭების ცერემონიალს. ქალაქის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები სხვადასხვა ფილიალში მიიტანენ შესაბამის აბრებს და თითოეულ ბაღს თავისი სახელი მიენიჭება.
12.00 სთ. - ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო აწყობს ბავშვთა უფასო სამედიცინო კვლევის აქციას
14:00 სთ. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს (ნ. ზერეკიძე) ეწვევიან ქალაქის ხელმძღვანელები, მიიყვანენ ანიმატორებს, რომლებიც გაართობენ ბავშვებს,ასევე მიუტანენ საჩუქრებსა და ტორტს (1 ანიმატორი და 2 გმირი). ირაკლი ტაბაღუა
15:00 სთ. -  კულტურისა და დასვენების პარკში, დაიწყება მოსწავლეების ნახატების გამოფენა, გამოფენის თითოეული  მონაწილე მიიღებს საჩუქრად ფერად ფანქრებსა და სახატავ რვეულებს. აქვე მოეწყობა ასფალტზე ცარცით ხატვა.(ოთხი შადრევანი)
15:30 სთ. - დაიწყება ორიგინალური მასტერკლასი, პლასტელინებით გამოძერწავენ სხვადასხვა ფიგურებს, რაშიც დაეხმარებათ ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან (ოთხი შადრევანი) ამავე პერიოდში დაიწყება მხიარული სტარტები, სკოლებისს ( ოთხი შადრევანი) და მათი მშობლების ჩართულობით. თითო სკოლიდან თითო ოჯახი მიიღებს მონაწილეობას მხიარულ სტარტებში (იქნება წინაღობები, წყლის ჭავლით გაწუწვა, ფერადი საღებავებით ერთმანეთის გაფერადება) მონაწეილეოჯახები მიიღებენ სიმბოლურ მედლებს ,,სუპერ ოჯახი“.
16:00 სთ. - წამყვანი ანიმატორები გადიან ლოკაციაზე ბავშვებთან ერთად საპნის ბუშტებით, მცირე რეკვიზიტებით  და ბავშვებთან ერთად მოაწყობენ მხიარულ შოუს.
16:50 სთ. - გაიმართება ილუზიონისტის შოუ.(ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია)
16:30 სთ. - ბაღის აღსაზრდელების ოჯახები, ჩაერთვებიან მხიარულ სტარტებში. 
18:00 სთ - ბაღების გაერთიანება, ამფითეატრში, წარმოადგენს სპექტაკლს "ოქროს წიწილა" (20-25 წთ). ჯამბაზი გრძელი გასაბერი ბუშტების მეშვეობით დაამზადებს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს, ამავე პერიოდში გაიმართება ილუზიონისტის შოუ.
19:00 სთ. - მუნიციპალიტეტებს შორის გაიმართება საფინალო მატჩი ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, ხოლო ორივე გუნდის წარმომადგენლებს "ჯინო ფერედაის" ერთ დღიანი აბონემენტი, ფოლადის სტადიონი.
19:20 სთ. - ფერადი ბოლი და დღის ფოიერვერკი გაალამაზებს საღამოს. იქნება ფოტოკედელი და ფერადი ბუშტების თაღი (250 ფერადი ბუშტით).
20:00 სთ. - რუსთავის თეატრში სპექტაკლი "ჯადოსნური ზღაპარი"

"ინფორუსთავი"