ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია, რომელმაც ოპონირება მმართველ პარტიას უნდა გაუწიოს პარლამენტში, საკუთარი ქვეყნის ოპონენტი გახდა

13-06-2022

ოპოზიცია, რომელმაც ოპონირება მმართველ პარტიას უნდა გაუწიოს პარლამენტში, გახდა არა მმართველი გუნდის, არამედ საკუთარი ქვეყნის ოპონენტი და მუშაობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო. ისინი აქტიურად დადიოდნენ ევროდერეფნებში, აგზავნიდნენ წერილებს და ა.შ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და როგორ მუშაობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

 

„ეს არის უბრალოდ რეალობის გაყალბება იმიტომ, რომ ევროპამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და როგორ მუშაობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი არღვევდნენ ადამიანის უფლებებს ევროპის სახელით და აწამებდნენ ადამიანებს დემოკრატიის სახელით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.