გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე ოპოზიციას: არ იქნება არეულობა! არ იქნება ქვეყნის უკან დახევა! ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში! და ყველა დამნაშავე სასჯელს ბოლომდე მოიხდის! იციან ეს, კარგად იციან, მაგრამ მაინც ფაფხურობენ

13-06-2022

ჩემმა მეგობარმა ხათუნა ხოფერიამ საკმაოდ საინტერესო შეფასება გააკეთა, რომელშიც მოკლედ არის განხილული 6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში შეხვედრიდან - ევროპარლამენტის რეზოლუციამდე გავლილი გზა. „ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც (პირდაპირ ვიტყვი, რადგან აღარ არის მოკრძალებული სახელების შერჩევის დრო) საქართველოს მტრები ესწრებოდნენ. კერძოდ- ხატია დეკანოიძე, ბათუ ქუთელია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები -წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, აკერმანი გარდაიცვალა, მაგრამ „სწავლებანი მისი“ ხატია დეკანოიძეში, ბათუ ქუთელიაში, ზურა ჯაფარიძესა და სხვებში „გასხივოსნდა“.

 

„ჩემმა მეგობარმა Xatuna Xoperia-მ საკმაოდ საინტერესო შეფასება გააკეთა, რომელშიც მოკლედ არის განხილული 6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში შეხვედრიდან - ევროპარლამენტის რეზოლუციამდე გავლილი გზა. „ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც (პირდაპირ ვიტყვი, რადგან აღარ არის მოკრძალებული სახელების შერჩევის დრო) საქართველოს მტრები ესწრებოდნენ. კერძოდ- ხატია დეკანოიძე, ბათუ ქუთელია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები. ამ შეხვედრის მთავარი გმირი, მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი იყო პიტერ აკერმანი - ამერიკელი პოლიტტექნოლოგი, რომლის უშუალო ჩარევით მოხდა ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა“.

 

აკერმანი გარდაიცვალა, მაგრამ „სწავლებანი მისი“ ხატია დეკანოიძეში, ბათუ ქუთელიაში, ზურა ჯაფარიძესა და სხვებში „გასხივოსნდა“. ნახეს რა, რომ იმ რაღაც რეზოლუციამ ის შედეგი, რასაც ელოდნენ ვერ გამოიღო (ხალხი ავტორებზე გაბრაზდა), პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. ელენე ხოშტარია, გივი თარგამაძე და სხვები, თავიანთი მედიის საშუალებით ფაქტობრივად პირდაპირ აანონსებენ არა რევოლუციას (რევოლუციის თავი არა აქვთ. ეს მათ ჰგონიათ რევოლუცია), არამედ არეულობას, სიძულვილის ფრქვევას, კივილს და დაძაბულობას. არ იქნება არეულობა! არ იქნება ქვეყნის უკან დახევა! ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში! და ყველა, ვინც დამნაშავეა, სასჯელს ბოლომდე მოიხდის! იციან ეს, ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც ფაფხურობენ. ფაფხურობენ ზუსტად ისე, როგორც ის გოშია, რომელიც მიმავალ ქარავანს უყეფს" -წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.