13-06-2022
„ჯერ კიდევ სად არიან, ამ ომით ევროპა ისეთ შედეგს მიიღებს, მისგან გამოსვლას ბევრი წელი დასჭირდება. დამთავრდება ომი და ზუსტად მაშინ დაიდება დადებითი დასკვნა ჩვენი ხელისუფლების პრაგმატულ გადაწყვეტილებაზე, ომში არჩართვასთან დაკავშირებით“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა ხათუნა ხოფერიას ფეისბუქ სტატუსს.
„მე-4 თვეა გრძელდება შუაგულ ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომი, (ეს კიდევ საკითხავია, ვისი ომია ეს). დასასრულიც არ უჩანს. მიწასთან არის გასწორებული უკრაინის ტერიტორია, ყოველდღე იხოცება უამრავი უდანაშაულო ადამიანი, იზრდება ლტოლვილთა რიცხვიც, უკვე 6 მილიონს გადააჭარბა. ვეთანხმები ხათუნა ხოფერიას სტატუსს, ამერიკა, ამ ომით უკრაინის და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად ევროპას აზარალებს. ჯერ კიდევ სად არიან, ამ ომით ევროპა ისეთ შედეგს მიიღებს, მისგან გამოსვლას ბევრი წელი დასჭირდება. დამთავრდება ომი და ზუსტად მაშინ დაიდება დადებითი დასკვნა ჩვენი ხელისუფლების პრაგმატულ გადაწყვეტილებაზე, ომში არჩართვასთან დაკავშირებით“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.