გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კერპების მსხვრევა; ნინოობის აღნიშვნის დავიწყებული კახური ტრადიცია

1-06-2018

მე-20 საუკუნის დასაწყისში, თელავში, წმინდა ნინოს დედათა გიმნაზიაში, ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებული ტრადიციით აღინიშნებოდა ხოლმე, რომელიც დღეს სამწუხაროდ დავიწყებულია.


კერძოდ, დღესასწაულის აღნიშვნისას, მონაწილეები დგამდნენ ცოცხალ სურათს არმაზის კერპის მსხვრევისა და მის ნაცვლად წმინდა ნინოს ჯვრის აღმართვის შესახებ.


ამ ტრადიციასთან დაკავშირებულ ცნობას, პორტალი nsp.ge, 1921 წელს გამოსული გაზეთ „სახალხო საქმის“ ერთ-ერთ ნომერში წააწყდა.
„როგორც ყოველთვის, ღირსშესანიშნავ მოვლენას გამოეხმაურება ხოლმე თელავის წმ. ნინოს დედათა გიმნაზია. ნინოობის დღესასწაულს, ე.ი. იანვრის 27-ს გამართეს სალიტერატურო-სამხატვრო საღამო, რომელზედაც მიიწვიეს თელავის საზოგადოება. მომღერალთა გუნდი მწყობრად ასრულებდა სხვა და სხვა სიმღერებს, მოსწავლე ქალები ლამაზად კითხულობდნენ ლექსებს. დასასრულს დადგეს ტრადიციული ცოცხალი სურათი, რომელიც დღის შინაარს შეეფერებოდა, სახელდობრ არმაზის კერპი, რომელსაც თაყვანსა სცემდნენ ღმუილით და ცეცხლის ალით ქართველნი, მაგრამ ასტყდება გრგვინვა ქუხილი, დაბნელდება ცა და დედამიწა და დაიმსხვევრევა კერპი და მის მაგივრად აღიმართება წმ. ნინო ჯვრით ხელში, რომლის დროს გუნდმა საქართველოს „დიდება“ შეასრულა“-წერს გაზეთი „სახალხო საქმე.“ (სტილი დაცულია)

nsp.ge