გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ძეგლზე გამოვლენილი დარღვევის გამო კომპანია ჯამში 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

13-06-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ ქ. ბათუმში, ნ. დუმბაძის ქ. №16/18 მ.აბაშიძის ქ. №32-ში არსებულ ძეგლზე რამდენიმე სახის დარღვევა გამოვლინდა.


თავდაპირველად, მიმდინარე წლის 7 მარტს სს „ჟასმინი“ უნებართვოდ განხორცელებული სამუშაოების გამო დაჯარიმდა 10 000 ლარით. შემდგომ ნებართვით გაუთვალისწინებელი სარემონტო სამუშაოების გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით სს ,,ჟასმინი“ კვლავ 10 000 ლარით დაჯარიმდა.


აღნიშნული ჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო სააქციო საზოგადოება განმეორებით დაჯარიმდა მიმდინარე წლის 30 მაისს - ჯარიმის სამმაგი ოდენობით (30 000 ლ.). ჯარიმებმა მთლიანობაში 50 000 ლ. შეადგინა.