გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კახიშვილი ნაცმოძრაობაზე: 2012 წლიდან ჩართულია დეზინფორმაციის მანქანა, ასე აცხოვრებენ საქართველოს მოსახლეობას

14-06-2022

2012 წლიდან, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, იმავე დღეს დაიწყეს შტურმი. როდესაც 2004 წლიდან ამ ადამიანის ფულით და ქველმოქმედებით პატრული შექმნეს, ჯარი შექმნეს, ჩააცვეს, დაახურეს, ლენტებს ჭრიდნენ და ისე მოყავდათ ეს ყველაფერი, თითქოს მათი და სოროსის თანხებითაა გაკეთებული, მაშინ არ აინტერესებდათ არაფერი, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებს უკვე ომის შემდეგ აბარებდნენ და უვიზო რეჟიმს უწესებდნენ, ესეც თურმე ნორმალურია, მაგრამ ჩვენ დროს, ნებისმიერი ნაბიჯი, ერთი ტურისტიც რომ ჩამოვიდეს, არ შეიძლება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ რიტორიკამ იმუშავა რაღაც ნაწილზე და სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორების ნაწილზეც იმუშავა.

 

"2012 წლიდან ჩართულია დეზინფორმაციის მანქანა, ყოველდღიურად ნეგატივით იწყებენ. ასე აცხოვრებენ საქართველოს მოსახლეობას. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ბრალიც არის, ხელისუფლების ბრალი, იმიტომ, რომ როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით და მაშინაც, სხვადასხვა რჩევების საფუძველზე, პარტნიორების განცხადებების საფუძველზე, ბევრ რამეზე დაიხუჭა თვალი და საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო საბოლოოდ, რასთან გვქონდა საქმე. რა თქმა უნდა, იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად სამართლებრივი შეფასება მიცემული არ ყოფილა“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.