გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა ნათელაშვილი გია ნოდიაზე: ამას რა ალაპარაკებს, კომპარტიის ცეკას ხელმძღვანელი პირის შვილი და საბჭოთა სპეცმაღაზიებში გაზრდილია, შემდგომ გალიბერალებული

14-06-2022

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტოლოგი გია ნოდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „20 ივნისის მიტინგი აპრიორი პოლიტიკურია, მაგრამ პარტიებს შორის პე@ისების დატოლება საერთო საქმეს დააზიანებს“.

 

როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს გია ნოდია 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სპეცრაზმის თავდასხმის გადაწყვეტილების ინიციატორია.

 

„ამას რა ალაპარაკებს კომპარტიის ცეკას ხელმძღვანელო პირის შვილი და საბჭოთა სპეცმაღაზიებში გაზრდილი შემდგომ გალიბერალებული. სხვათა შორის ჩემს ოჯახზე და პარტიის ოფისზე 2007 წელს ბიძინას მიერ გაწვრთნილ დაფინანსებული სპეცრაზმის თავდასხმის გადაწყვეტილების ინიციატორიცაა. მაშინ განათლების მინისტრი ბრძანდებოდა“- წერს შალვა ნათელაშვილი.