გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხათუნა ხოფერია კელი დეგნანს: თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით

14-06-2022

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელის მიხედვითაც დეზიმფორმაციაა, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში. ხოფერიას თქმით, ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.

 

„ქალბატონო კელი! სიცრუესა და სიმართლეს ქართველი ხალხის ერთიანი გონი თავად გაარკვევს! თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად:

 

1 უნდა განთავისუფლდნენ თუ არა სააკაშვილი და გვარამია?

 

  1. უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?

 

  1. იმსახურებს თუ არა საქართველო ევრიკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კანდიდატის სტატუს? სულ ესაა.... ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.“ - წერს ხოფერია facebook - ზე.