გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ედიშერ გვენეტაძე: პარტიული დროშის მქაჩავი ჩომახიძე ამ გაგანია ომის დროს რუსეთის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელად რომ დაინიშნა არის თუ არა ეს დასტური, რომ ნაცმოძრაობისათვის სულერთია უკრაინა, იქ დაღუპული ხალხი და მათი ბედი

14-06-2022

გრიგოლ ვაშაძის-პატრუშევისა პრეზიდენტობის კანდიდატად წამომყენებელი პარტიისგან სხვას რას უნდა ელოდოს ვინმე რამეს! ამის შემდეგ თავად განსაჯეთ ეს ამბები ნაცმოძის ფრუსტრაციაა თუ ლუსტრაცია?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რევაზ ჩომახიძის ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.

 

„ყველას სადაც უნდა იქ იმუშავებს ეს არავის საქმე არაა, მაგრამ გვარამიას და მის კანტორას აყროლებული და აქაფებული, რომ ჰქონდა პირი, არიქა ესა თუ ის სპორტსმენი რუსეთში რატომ მოღვაწეობსო?! ამიტომაც ეს რა არის, როდესაც მათი წევრი და პარტიული დროშის მქაჩავი ჩომახიძე ამ გაგანია ომის დროს რუსეთის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელად, რომ დაინიშნა?! რომლის დამფინანსებელი ომის პირველი დღეებიდან ეს სანქცირებული ვი-თი-ბი ბანკი! არის თუ არა ეს იმის დამადასტურებელი ბილეთი, რომ ნაცმოძრაობისათვის სულერთია უკრაინა, იქ დაღუპული ხალხი და მათი ბედი?! თუმცა გრიგოლ ვაშაძის-პატრუშევისა პრეზიდენტობის კანდიდატად წამომყენებელი პარტიისგან სხვას რას უნდა ელოდოს ვინმე რამეს! ამის შემდეგ თავად განსაჯეთ ეს ამბები ნაცმოძის ფრუსტრაციაა თუ ლუსტრაცია?!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.