14-06-2022
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელთან ოჰად კოენთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველო - ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი ხელშეწყობის შესაძლებლობები.
ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა მიზანშეწონილობის კვლევაზე საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც 2020 წელს დასრულდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.