ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ავტოსგზაო შემთხვევისას დაშავებული ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

1-06-2018

შიდა ქართლის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც მაჭუტაძემ განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთაგან ორი – ავტობუსის მძღოლი და გორის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეთაგან ერთ–ერთის მშობელი საავადმყოფოში რჩებიან. ორივე მათგანს მოტეხილობები და ნახეთქი ჭრილობები აღენიშნება. სხვა მგზავრებს კი, რომლებსაც ნაკაწრი ჭრილობები და დაჟეჟილობები აქვთ, შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული დახმარება გაეწიათ. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩისგან იღებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. აკაკი მაჭუტაძის თქმით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, ავტობუსის ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მეთორმეტეკლასელები და მათი თანმხლები პირები უსაფრთხოდ არიან. 

მაჭუტაძის განცხადებითვე, შემთხვევის ადგილიდან ავტობუსის მგზავრების ბაქოში გადაყვანას საელჩო უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"