გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხათუნა ხოფერია: ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!! ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!

15-06-2022

ვუსმენდი და თვალწინ მედგა "შაკალი", რომელიც სისხლის სუნზე სათქვეფელად მიიზლაზნება ... თან ეშინია, ვაი თუ ცოცხალი იყოსო. თვალწინ მედგა მშიშარა დაქირავებული მკვლელი, რომელსაც სხვა გზა, გარდა მიპარვით ზურგში დანის ჩარტყმისა არა აქვს... თან კი ხელი უკანკალებს, ვინიცობაა და მსხვერპლი შემოუბრუნდეს - ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს.

 

მისი თქმით, საზიზღრობა იყო მართლაც და პ-რეზიდენტის დღევანდელი ბოდვა. ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, ეს ქალი ხალხის სახელით რომ მანიპულირებდა.

 

„ორჯერ მოვუსმინე პ-რეზიდენტს... იშვიათად გამიგონია პოლიტიკურ ტექსტში ასეთი ღვარძლი, გაბოროტება, დაუნდობლობა და ფაქტების უტრირება. ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!!! ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი! ვუსმენდი და თვალწინ მედგა "შაკალი", რომელიც სისხლის სუნზე სათქვეფელად მიიზლაზნება ... თან ეშინია, ვაი თუ ცოცხალი იყოსო. თვალწინ მედგა მშიშარა დაქირავებული მკვლელი, რომელსაც სხვა გზა, გარდა მიპარვით ზურგში დანის ჩარტყმისა არა აქვს... თან კი ხელი უკანკალებს, ვინიცობაა და მსხვერპლი შემოუბრუნდეს.

 

მოკლედ, საზიზღრობა იყო მართლაც და პ-რეზიდენტის დღევანდელი ბოდვა. ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, ეს ქალი ხალხის სახელით რომ მანიპულირებდა.

 

P.S. დღეს გავრცელდა ინტერვიუ ერთ-ერთ ევროპარლამენტართან (მაპატიეთ, სახელი არ მახსოვს), რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას იმის გამო, რომ მასში სხდომის დაწყების წინ მოხდა ივანიშვილის სანქციის პუნქტის ჩამატება. ასე რომ, ქალბატონო სალომე, თქვენი ბოდვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ არ იმუშავა, ისეთივე აბსურდია, როფორც ყველა სხვა თქვენი "პატრიოტული" სენტიმენტი.... ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში...............“ - წერს ხოფერია facebook- ზე.