15-06-2022
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი წარუდგინა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გიორგი ჩიქოვანის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაამახვილა. მისი თქმით, სამინისტრო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია მჭიდრო და კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.
კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, სხვადასხვა დროს ეკავა ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების თანამდებობა, ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს, ამასთან აქვს ენერგეტიკის სფეროში საექსპერტო და ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე გიორგი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა კორპორაციის საქმიანობის მნიშვნელობასა და მის მზაობას ამ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისადმი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონმიკური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.