გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ 2 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი შეემატება

15-06-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც სოფელ ოკამში და მეტეხში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის აშენებას ითვალისწინებს.


მინი მოედნები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და საფეხბურთო კარებითა და საკალათბურთო ფარებით აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 169 588 ლარია.


ამჟამად ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები სოფელ ქვემო ჭალაში მიმდინარეობს. "ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცე ნიშნავს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას" - აცხადებენ კასპის მერიაში.