გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

15-06-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, თურქეთის მოქალაქის რ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანისა და საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 102,97  გრამი) გამოვლინდა.


თურქეთის მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7 522.25  ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 7 522.25  ლარით დაჯარიმდა, ხოლო, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2900,74 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.