გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: კორუმპირებული ბილდტის გზავნილები ძალიან მოძველდა და გახუნდა. გროშიც არ ღირს ამგვარი სუბიექტების მხრიდან "ნაცმოძრაობის" ვექილობა; სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიამ კვლავ მოქოქა უცხოელი ლობისტები

15-06-2022

 შვედეთის ექს-პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ის ცნობილი ფულისტია და კრიმინალი, "ნაციონალური მორაობის" ანგარებიანი მეხოტბე - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის შესახებ, რომელმაც თავი ამ განცხადებით დაგვამახსოვრა, რომ “საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში”.

 

„სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიამ კვლავ მოქოქა უცხოელი ლობისტები. შვედეთის ექს-პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ის ცნობილი ფულისტია და კრიმინალი, "ნაციონალური მორაობის" ანგარებიანი მეხოტბე.

 

თუმცა, კორუმპირებული ბილდტის გზავნილები ძალიან მოძველდა და გახუნდა. გროშიც არ ღირს ამგვარი სუბიექტების მხრიდან "ნაცმოძრაობის" ვექილობა.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.