15-06-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯახა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯახა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს. მისი თქმით, ჯახა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, გაართვას თავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი.
წარდგენისას დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
შეხვედრას ასევე დაესწრო ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორის თანამდებობაზეა.