გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ ქვიანში გენერალ დავით ართმელაძის სახელობის მემორიალი გაიხსნა

16-06-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში გენერალ დავით ართმელაძის სახელობის  მემორიალი გაიხსნა. 


გენერალი ართმელაძე სოფელ  ქვიანში 1865 წელს დაიბადა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო აღმშენებლობის პროცესში. 


1921 წელს ქალაქ ბათუმის გადასარჩენად გენერალ მაზნიაშვილსა და ფრიდონ წულუკიძესთან ერთად იბრძოდა. ის სოფელ ქვიანშია დაკრძალული.


ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ართმელაძეების გვარის წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.