გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი ელენე ხოშტარიაზე: მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს

16-06-2022

„ეს უტიფარი ქალი ხალხს უაპელაციოდ რუსეთუმეობაზე ამუნათებს, უსაფუძვლოდ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს და ათასგვარ სიგიჟეებს აკეთებს. ამ დროს კი, პირდაპირ ერიცხება რუსული ფული“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება.

 

საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

 

„რა საოცარია, ელენე ხოშტარიას ოჯახს თურმე წლების განმავლობაში ღიად და დაუფარავად სისტემატიურად ერიცხება რუსული ფული! აი, ის ფული მისივე თქმით რომ ყარს თურმე. მგიმოელი ხოშტარიას პოლიტიკური კარიერა ისეთივე ფარისევლობაა, როგორიც მისი ანტირუსული ისტერია.

 

ეს უტიფარი ქალი ხალხს უაპელაციოდ რუსეთუმეობაზე ამუნათებს, უსაფუძვლოდ ადამიანების დასანქცირებას ითხოვს და ათასგვარ სიგიჟეებს აკეთებს. ამ დროს კი, პირდაპირ ერიცხება რუსული ფული. თან უკვე არაფერს ერიდება და ეს ყველაფერი დღისით მზისით ხდება. მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს. უკვე მართლა სირცხვილია“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.