გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა

16-06-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა.


კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გჰერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა.


ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.


კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.


ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.