გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპებისთვის ინტენსიური ვორქშოფი გაიმართა

16-06-2022

საქართვლოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი განაგრძობს საინტერესო ღონისძებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi, Catapult VC და US Market Access Center-ის მასპინძლობით გაიმართა ღონისძიება- ვენჩურული კაპიტალისთვის მზადება: გზა იდეიდან მაღალი ღირებულების კომპანიამდე.  მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ როგორ გახდნენ მასშტაბირებადი და გაიგონ თუ რა სჭირდებათ წარმატებული ზრდისა და დაფინანსებითვის.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უფროადრეული ეტაპის დამფუძნებლებიც, ვისაც სურთ წინასწარ მოემზადონ ამ გზისთვის. 

 

“სტარტაპისთვის ვენჩურული კაპიტალისგან დაფინანსების მიღება არ არის დასასრული, არამედ დასაწყისი ინტენსიური საქმიანობის. დაფინანსების თითოეულ ეტაპზე დამფუძნებლები ვალდებულებას იღებენ ინვესტორების წინაშე, რომ მიაღწევენ ღირებულების და წარმატების გარკვეულ დონეს. ამ ეტაპებში კარგად გამორკვევა და ინვესტორების თვალით დანახვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს მიზნების თანხვედრა და ინვესტიციის დიდ ღირებულებად ქცევა“,- განაცხადა კოლინ დონოჰიუმ, Startup Grind Tbilisi-ს დირექტორმა.

 

ღონისძიებაზე ისაუბრა სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა სილიკონველიდან. ესენი არიან:

 

ჯონათან თაუერი– Catapult VC-ს, სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის მმართველი პარტნიორი. კატაპულტის პორტფოლიოდან 23 სტარტაპიმოგვიანებით გახდა მილიარდი ან მეტი დოლარის ღირებულის. ეს მოიცავს Jet.com (IPO, $3B) და Dollar Shave club (IPO $1B).

 

ბილ რაიკერი- Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორი. ბილი იყო Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი Guy Kawasaki-სთან ერთად, რომელიც მოგვიანებითშეისყიდა Pegasus Tech Ventures-მა. მან თავად დააფუძნა 4 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთაგან ორმა დაიწყო აქციების საჯაროდ გაყიდვა. ახლა ის არის პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში (64 ექსითი, 20 IPO).

 

მარვინ ლიაო – Diaspora Ventures-ის პარტნიორი. ის ასევე იყო 500 Startups-ის პარტნიორი6 წლის განმავლობაში, სადაც მან შექმნა მათი წამყვანი სან ფრანცისკოსაქსელერატორი. მას ინვესტიცია გაკეთებული აქვს 400-ზე მეტ ადრეული ეტაპისსტარტაპებში.

 

ღონისძიებაზეგანხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვენჩურული ანბანის ცოდნა (პანელი და დისკუსია) - რა უნდა აჩვენონ სტარტაპებმავენჩურული კაპიტალის მოძიების სხვადასხვა ეტაპზე; სტარტაპიდან მასშტაბირებამდე Bill Reichert-თან ერთად - რა უნდა გააკეთოსსტარტაპმა იმისთვის რომ შეძლოს მასშტაბირება. ასევე, დასაწყისიდანვე დასასრულის ცოდნა - სხვადასხვა ექსითის სტრატეგიები, რას ეძებენსტარტაპის მყიდველები და რატომ ან რატომ არ გავაკეთოთ აქცენტი პირველადსაჯარო შეთავაზებაზე (IPO).

 

ღონისძიებაUSAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.