გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი სცემეს

4-06-2018

"კრისტალბეთი"-ს სამორინეში ინციდენტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს. ინციდენტამდე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდეგ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნახეთ ვიდეო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები."

"ინფორუსთავი"