გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გამსახურდია: გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და შეიარაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას

17-06-2022

ეს არის აპრობირებული მეთოდი სპეცსამსახურების, როცა ამ არხებით ირიცხება. რა ჰონორარი? მეც ვიღებ ბაბუაჩემის ჰონორარს და ვიცი, როგორ, რანაირად და რა გზით ხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.


„რამდენჯერაც შეეცდება ეს ყველაფერი დაამტკიცოს, საპირისპირო შედეგს მიიღებს. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და სჯობს ამ დისკუსიაში თვითონაც არ შემოვიდეს. გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და ასე ვთქვათ, შეიარაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. მამების ჩადენილ დანაშაულზე შვილები პასუხს არ აგებენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ამ მორალურ პაექრობაში რომ შედის იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბევრი რაღაც გაწირეს, გააკეთეს. პაატა ბურჭულაძე ჰყავთ და ეს რომ დაიწყებს რუსეთუმეებზე ლაპარაკს. ესენი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ბიძინა ივანიშვილია რეგრესულ ადამიანად შეფუთული და ესენი არიან მშვიდობის მტრედები“, - განაცხადა გამსახურდიამ.
დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.


მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.


„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტიც, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბინა ელენე ხოშტარიას დედის სახელზეა გაფორმებული. „ქრონიკა“ ახლად შეძენილი ბინის მისამართზეც იმყოფებოდა.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია თავადაც დაადასტურა.