გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჭიათურელი მაღაროელები აღარ გაიფიცებიან

4-06-2018

ჭიათურელი მაღაროელები აღარ გაიფიცებიან, – ამის შესახებ პირველ არხს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ამირან მაჩიტიძემ განუცხადა.

მაჩიტიძის ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება მთელი ღამის მანძილზე განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ხელმძღვანელობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ხელფასი 10 %–ით გაგვიზარდა”-აცხადებს მაჩიტიძე.

მოლაპარაკების პროცესის შეთანხმებით დასრულებას ადასტურებს “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიც, რომელიც განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს.

ჭიათურელი მაღაროელების აქცია და გაფიცვა დღეს დილით ხელფასის მატებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნით უნდა დაწყებულიყო.

1tv.ge