შაბათი, ივნისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: პირდაპირ მავნებლობდნენ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე ამბობდნენ ცუდს

17-06-2022

გიორგი გამსახურდიას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას კარგი არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


„რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მავნებლობდა, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფზე კი არა, საქართველოზე იძახდნენ ცუდს, დაბეზღებით იყვნენ დაკავებულები და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურ ოპოზიციას ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.


17 ივნისს ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციებს წარადგენს, ერთ კვირაში კი 27 სახელმწიფოს ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.