გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერს, როდესაც დარბევა დაგვიწყეს, ზურაბიშვილი ქოლგით ხელში ებრძოდა ზონდერებს და სად გაქრა ეს აღტკინება?

17-06-2022

პრეზიდენტმა გაიმეორა ის, რასაც ბოლო დროს ხშირად წამოაძახებს ხოლმე ხელისუფლებას ოპოზიცია. მათთან ხმაშეწყობილად იყო გახმოვანებული რამდენიმე შეტყობინება ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან. მე ვერ ვხვდები, სად შევაფერხეთ ჩვენი სვლა ევროინტეგრაციისკენ. შემთხვევით, ეს ის ხელისუფლება ხომ არ არის, რომელმაც ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშკრულება მოუტანა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციის პარალელურად ახერხებდა.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც, იმისთვის რომ ხელშესახები შედეგი ყოფილიყო. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავვახლოვებოდით ევროპას. 2024 წელს ვაპირებდით შეგვეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ამისთვის ჩვენ ვასრულებდით ე.წ. საშინაო დავალებას, ასოცირების დღის წესრიგს ვგულისხმობ და თითქმის 50% შესრულებულია. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმები და ჩვენ ვემზადებოდით 2024 წლისთვის. უკრაინაში დაწყებულმა ამ უბედურებამ ყველაფერი დააჩქარა. ჩვენ მოგვთხოვეს კითხვარის შევსება, რაც უმოკლეს დროში შევავსეთ და გულწრფელად აღვნიშნეთ ის, რაც არის მიღწეული და ისიც, რაც ჯერ მიუღწეველია“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ გვარამიას განაჩენი არ იყო დროული, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია ბრალდებების მოსმენა ზურაბიშვილისგან.
„ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა? უნდა დაგვებარებინა პარტიულ ოფისში ან პარლამენტში გვარამიას მოსამართლე და გვეთქვა რომ ახლა დრო არ არის გდაწყვეტილების?“ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.


მისი თქმით, ასეთი ასეთი რამეები ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს და უარესებიც. მისივე განმარტებით, მოსამართლეები სააკაშვილის ან ადეიშვილის კაბინეტიდან ციხეში მიდიოდნენ.


„მინდა შევახსენო ზურაბიშვილს, ეს დრო ჩვენ მოვიტოვეთ, სხვათაშორის მასთან ერთად. ჩემთან ერთად იყო დილის 8 საათზე 7 ნოემბერს, როდესაც დარბევა დაგვიწყეს და ქოლგით ხელში ებრძოდა ზონდერებს და სად გაქრა ეს აღტკინება? ჩვენ არ შევცვლილვართ და თუ ის შეიცვალა, ცუდი უქნია. მაგალითად, ერთ სიბრტყეში დაყენება სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის. შემთხვევით, ეს ის ივანიშვილი და ის პარტია ხომ არ არის, რომელმაც აკურთხა პრეზიდენტად? ვინც ჩაგაცვა იმას რომ გახდი, ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი. ამას ნამდვილად არ მოველოდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისგან.


იმედია, ჩვენ დავუბრუნდებით კონსტრუქციული ურთიერთობის რეჟიმს და გავაგრძელებ ერთად სვლას ამ ქვეყნის საბოლოო გამარჯვებისკენ. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. თუ სალომე ზურაბიშვილი კონკურენტად აღიქვამს მმართველ პარტიას ძალიან დიდი შეცდომა დაუშვია“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.